Klaro Beratung

გადასახადები Klaro ენაზე

დაგეხმარებით დოკუმენტების მოწესრიგებასა და Steuererklärung-ის მომზადებაში, ზედმეტი სტრესის გარეშე.

უფასო შეფასება

პირველ ეტაპზე ვარკვევთ, გჭირდება თუ არა დეკლარაცია და რა საბუთები გაქვს.

ენა
კონსულტაცია ქართულად
ფორმატი
ონლაინ მომსახურება
დაწყება
WhatsApp შეტყობინებით
როგორ ვმუშაობთ

შენ გვწერ. დანარჩენს ერთად ვაგვარებთ.

Steuererklärung-ში ყოველ ეტაპზე ზუსტად იცი, რას ვაკეთებთ და რა გვჭირდება შენგან.

შენ

გვიყვები შემოსავლისა და სამუშაოს სიტუაციას.

Klaro

გიხსნით, რა არის Steuererklärung და ვარკვევთ, გჭირდება თუ არა.

შენ

გვიგზავნი Lohnsteuerbescheinigung-სა და სხვა საბუთებს.

Klaro

ვამოწმებთ დოკუმენტებს და გაძლევთ ზუსტ სიას.

შენ

ადასტურებ, რომ დავიწყოთ მომზადება.

Klaro

ვამზადებთ ინფორმაციას და თან გახლავართ ყველა ეტაპზე.

შენ

იღებ გასაგებ ახსნას შედეგზე.

Klaro

გიხსნით შედეგსა და შენს შემდეგ ნაბიჯს.

Steuererklärung

ვის სჭირდება Steuererklärung?

ზოგისთვის დეკლარაციის ჩაბარება სავალდებულოა. ზოგისთვის კი ნებაყოფლობით ჩაბარება შეიძლება სასარგებლო იყოს.

მთავარია, სწორად გაირკვეს, რომელ შემთხვევას მიეკუთვნები.

  1. შესაძლოა სავალდებულო იყოს

    როცა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოიშობა

    • ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებლისგან მიიღე ხელფასი
    • მეუღლეებთან გამოყენებული იყო Steuerklasse III და V
    • გამოყენებული იყო Steuerklasse IV mit Faktor
    • გქონდა გარკვეული დამატებითი შემოსავალი
    • მიიღე გარკვეული Lohnersatzleistung, მაგალითად Arbeitslosengeld I, Krankengeld ან Elterngeld

    ამ შემთხვევებში ვალდებულება აუცილებლად უნდა შემოწმდეს.

  2. ნებაყოფლობით შეიძლება ღირდეს

    როცა გადასახადის ნაწილის დაბრუნების შანსი არსებობს

    • სამსახურში მისასვლელად მნიშვნელოვანი ხარჯები გქონდა
    • სამუშაოსთვის შეიძინე ტექნიკა ან სამუშაო ნივთები
    • გაიარე პროფესიული კურსი ან Weiterbildung
    • წლის განმავლობაში შეიცვალე სამსახური
    • გქონდა სამუშაოსთან დაკავშირებული გადაადგილების ხარჯები
    • გაქვს სხვა დასაშვები ხარჯები, რომლებიც ხელფასიდან ავტომატურად არ გაითვალისწინეს

    ნებაყოფლობითი დეკლარაცია შეიძლება თანხის დაბრუნებაში დაგეხმაროს.

  3. ინდივიდუალურად შესამოწმებელია

    როცა სიტუაცია რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული

    • გაქვს შემოსავალი გერმანიის ფარგლებს გარეთ
    • გაქვს გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი
    • იღებ პენსიას ან სხვა რეგულარულ შემოსავალს
    • წლის განმავლობაში შეიცვალა ოჯახური მდგომარეობა
    • Finanzamt-მა დეკლარაციის წარდგენა მოგთხოვა
    • არ ხარ დარწმუნებული, რომელი წესი გეხება

    ასეთ შემთხვევაში საჭიროა პირადი სიტუაციის შეფასება.

არ იცი, რომელ ჯგუფს მიეკუთვნები?

მოკლედ მოგვწერე შენი სამუშაო და შემოსავლის მდგომარეობა.

შეამოწმე ჩემი შემთხვევა

ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა. ვალდებულება და შესაძლო შედეგი ინდივიდუალურ გარემოებებზეა დამოკიდებული.

Steuererklärung

რა დოკუმენტებია საჭირო?

საჭირო საბუთები დამოკიდებულია შენს შემოსავალზე, ხარჯებსა და პირად მდგომარეობაზე.

ჯერ ვაგროვებთ ძირითად ინფორმაციას, შემდეგ ვამატებთ მხოლოდ იმას, რაც შენს შემთხვევას ეხება.

მომზადებულია: 0 მოსაძიებელია: 0

ძირითადი ინფორმაცია

ხშირად საჭიროა დასაწყებად

  • Steuer-ID
    Steuer-ID სტატუსი
  • პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია
    პირადი ინფორმაციის სტატუსი
  • საბანკო ანგარიში, თუ თანხის დაბრუნება იქნება შესაძლებელი
    საბანკო ანგარიშის სტატუსი
  • Lohnsteuerbescheinigung
    Lohnsteuerbescheinigung სტატუსი
  • წინა Steuerbescheid, თუ არსებობს
    Steuerbescheid სტატუსი
  • ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ
    ოჯახური მდგომარეობის სტატუსი

ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია შენს საგადასახადო შემთხვევაზე.

დამატებითი საბუთები

მხოლოდ თუ შენს შემთხვევას ეხება

სამუშაო და მგზავრობა

  • სამსახურში მგზავრობის მანძილი და სამუშაო დღეები
    მგზავრობის სტატუსი
  • სამუშაო ნივთების ქვითრები
    სამუშაო ნივთების სტატუსი
  • პროფესიული კურსების და Weiterbildung-ის ხარჯები
    კურსების სტატუსი
  • Homeoffice-ის დღეები, თუ გეხება
    Homeoffice სტატუსი
  • სამუშაოს გამო გადაადგილების ან საცხოვრებლის ხარჯები, თუ გეხება
    გადაადგილების სტატუსი

დაზღვევა და შენატანები

  • ჯანმრთელობის და Pflegeversicherung-ის ცნობები, თუ საჭიროა
    ჯანმრთელობის დაზღვევის სტატუსი
  • კერძო დაზღვევის ცნობები
    კერძო დაზღვევის სტატუსი
  • საპენსიო შენატანების ინფორმაცია
    საპენსიო შენატანების სტატუსი
  • სხვა დასაშვები დაზღვევის გადახდის დამადასტურებელი საბუთები
    სხვა დაზღვევის სტატუსი

ოჯახი და პირადი ხარჯები

  • Kinderbetreuung-ის ხარჯები
    Kinderbetreuung სტატუსი
  • შემოწირულობის ცნობები
    შემოწირულობის სტატუსი
  • Handwerker-ის ან საოჯახო მომსახურების ინვოისები
    Handwerker სტატუსი
  • განსაკუთრებული სამედიცინო ხარჯების საბუთები, თუ გეხება
    სამედიცინო ხარჯების სტატუსი
  • ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
    ოჯახური ინფორმაციის სტატუსი

დამატებითი შემოსავალი

  • Nebenjob-ის ან დამატებითი საქმიანობის ინფორმაცია
    Nebenjob სტატუსი
  • გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი
    გაქირავების სტატუსი
  • უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი
    უცხოეთის შემოსავლის სტატუსი
  • Lohnersatzleistung-ის ცნობები
    Lohnersatzleistung სტატუსი
  • სხვა შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები
    სხვა შემოსავლის სტატუსი

არ იცი, რომელი საბუთი გჭირდება?

მოგვწერე შენი მდგომარეობა და დაგეხმარებით საწყისი სიის მომზადებაში.

მიიღე პირადი სია
ხშირი კითხვები

იპოვე პასუხი Steuererklärung-ზე

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და შენს შემთხვევას პირადად განვიხილავთ.

KLARO განმარტავს

შესაძლებელია თანხის დაბრუნება?

ხშირად კი, თუმცა შედეგი დამოკიდებულია შენს ინდივიდუალურ მონაცემებსა და დასაშვებ ხარჯებზე.

მოგვწერე შეფასებისთვის →

KLARO განმარტავს

რამდენი წლის დეკლარაციის გაკეთება შეიძლება?

ნებაყოფლობითი დეკლარაციის ვადები განსხვავდება სავალდებულოსგან. შენს შემთხვევას ცალკე ვამოწმებთ.

მოგვწერე შეფასებისთვის →

KLARO განმარტავს

რა დოკუმენტებია საჭირო?

ხშირად საჭიროა Lohnsteuerbescheinigung, Steuer-ID, საბანკო მონაცემები და ხარჯების ქვითრები. ზუსტი სია შენს სიტუაციაზეა დამოკიდებული.

ნახე პროცესი →

KLARO განმარტავს

ვის სჭირდება Steuererklärung?

ზოგისთვის სავალდებულოა, სხვებისთვის ნებაყოფლობითი. მაგალითად, რამდენიმე დამსაქმებელი, Selbstständig ან გარკვეული Lohnersatzleistungen.

უფასო შეფასება →
გჭირდება დახმარება?

მოდი, ერთად გავარკვიოთ.

მოგვწერე WhatsApp-ზე